სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სამუშაოები დასრულებულია

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სამუშაოები დასრულებულია

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა 2023 წელს მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის 444 000 ლარი მიიღო.

პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. წელს, პროგრამა “დახმარება სოფელს” – ზე მუშაობა ტენდერით უნდა განხორციელებულიყო. მაგრამ რადგან ტენდერი ორჯერ არ ჩატარებულა, სამუშაოების 50% – ზე მეტი განხორციელდა პირდაპირი ხელშეკრულებით.

პროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები: საძოვრის მიმართულებით გზის შეკეთება; მეცხოველეობისათვის სასმელი ღარების მშენებლობა, წყალმომარაგების გაუმჯობესება, სანიაღვრე არხების მშენებლობა, სასაფლაოების შემოღობვა, ღამის განათება, სპორტული დარბაზების შეკეთება.

როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, არმენ ბდოიანმა გვაცნობა, სოფლის პროგრამის დახმარებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო დასრულებულია.

Radio NOR · Работы по программе “Помощь селу” завершены