ნინოწმინდის ცენტრალური გზა საბოლოოდ რემონტდება

ნინოწმინდის ცენტრალური გზა საბოლოოდ რემონტდება

ნინოწმინდის ცენტრალური გზა დიდი ხანია განადგურებულია. გზაზე ათობით ღრმა ორმოა, რაც ართულებს გადაადგილებას და ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს.

რადიო NOR-ი არაერთხელ დაუკავშირდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (წერილობით და ტელეფონით) რათა გაერკვია ამ პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. გუშინ მასალა კვლავ გამოქვეყნდა და პასუხის მისაღებად დეპარტამენტს წერილი გავუგზავნეთ.

14 დეკემბერს, ნინოწმინდის ცენტრალურ გზაზე, სათხისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.

სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით კომპანია “არალი” ახორციელებს.

კომპანია “არალის” თანამშრომლის თქმით: “ამ დროისთვის ასფალტის ზედა ფენა მოხსნილია და ახლით შეივსება. ზუსტად ვერ ვიტყვით, რამდენი მეტრი გზა შეკეთდება, მხოლოდ ვიცით ის, რომ სადაც ორმოებია, იქ შეკეთდება გზა.”

აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდაში მთავარი მოძრაობა თავისფლების ქუჩაზეა, რომლის გასწვრივ ყოველდღიურად ათასობით ავტომობილი გადის და ბევრი სატვირთო მანქანა სომხეთში გადადის და პირიქით, სომხეთიდან საქართველოში.