მოსახლეობის დაუდევრობამ კანალიზაციის სისტემის გაჭედვა გამოიწვია

მოსახლეობის დაუდევრობამ კანალიზაციის სისტემის გაჭედვა გამოიწვია

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლები ქალაქის ცენტრში კანალიზაციის ხაზის გადაკეტვის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

18 დეკემბერს, დილით ნინოწმინდაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე კანალიზაცია გაიჭედა. კანალიზაციის წყალი მთელ ქუჩაზე მოედინებოდა, რამაც უსიამოვნო სუნის გავრცელება გამოიწვია.

წყალმომარაგების სამსახურის სპეციალისტების თქმით, გაჭედვის მიზეზი თავად მოსახლეობის დაუდევრობა გახდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კანალიზაციის გაჭედვის მიზეზი მოსახლეობის დაუდევრობაა. გაჭედილი ხაზის დაახლოებით 50 მეტრის სიგრძეზე ბევრი ნაჭერი გამოვიდა, რაც, თავისთავად, გაჭედვის მიზეზია.

დავამატებთ, რომ ქალაქ ნინოწმინდაში, კანალიზაციის ხაზების გაჭედვის გარდა, მოსახლეობა ხშირად უჩივის ჭაბურღილების მდგომარეობას. ფართომასშტაბიანი პროექტის ფარგლებში, გაერთიანებული წყალმომარაგების დეპარტამენტი 2024 წელს განახორციელებს რემონტს ჭაბურღილების შესაცვლელად და განახლდება წყალმომარაგების სისტემა.

Radio NOR · На улице Чавчавадзе засорилась канализация