18 დეკემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმავალი თითქმის ყველა გზა ღია და გამჭოლია.
ნინოწმინდიდან სოფლების მიმართულებით, – ეშტია, თორია, უჩმანა, ყაურმა, კატნატუ, და პატარა ხანჩალი – გზები გახსნილია, თუმცა მიმდინარეობს დამატებითი გაწმენდა და გაფართოების სამუშაოები. ასევე გახსნილია ნინოწმინდიდან საბაჟო პუნქტამდე მიმავალი გზა. განძისა და დილიფისაკენ მიმავალი გზები ღია და გამავალია”, – ამის შესახებ სოფლის თემების წარმომადგენლებმა და ნინოწმინდის მერის მოადგილემ არმენ ბდოიანმა რადიო NOR-თან საუბარში განაცხადა.
დაკეტილია მხოლოდ ჟდანოვაკანიდან სამებამდე მიმავალი გზა, მაგრამ, როგორც გორელოვკის თემის წარმომადგენელმა, მნაცაკან ბაბაჯანიანმა აღნიშნა, ამ გზის გასაწმენდად სპეციალური მანქანა მიდის.
რაც შეეხება თბილისს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, ნინოწმინდა-წალკა-თბილისის გზა ღიაა ყველა ტიპის ავტომობილისთვის, ისევე როგორც ნინოწმინდა-ახალციხე-თბილისის გზა.