ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან ბევრი მიდის რუსეთში ფულის გამომუშავებლად. ნინოწმინდელების ფინანსური კეთილდღეობა კი მეტწილად რუსული რუბლის კურსზეა დამოკიდებული.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგან კურსი უფრო მაღალია, მოსახლეობა მაინც ფიქრობს, რომ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რუსეთში მომუშავე ოჯახის წევრების მიერ გამომუშავებული თანხა საკმარისი იყოს ნინოწმინდაში კომფორტული ცხოვრებისთვის. გარდა ამისა, ზოგი ადამიანი ეძებს სხვა გზებს იმისათვის, რომ უფრო მაღალი კურსით დააკონვერტიროს რუსული რუბლი. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ რუსეთიდან რუბლის გაგზავნის შემთხვევაში, ქართული ბანკები პირდაპირ აკონვერტირებენ თანხას და მხოლოდ ლარს ანაღდებენ, რაც არ არის მომგებიანი მომხმარებლისათვის.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:
დღეს, 20 დეკემბერს, რადიო NOR-მა გაარკვია რუსული რუბლის კურსი ნინოწმინდაში არსებულ სხვადასხვა ბანკში და კერძო გაცვლის პუნქტებში. ამასობაში, სიტუაცია შემდეგნაირია.
ბანკი 1: 1000 რუბლი – 24.7 ლარია, ხოლო 1000 რუბლის შესაძენად დაგჭირდებათ 34.7 ლარი. გზავნილის შემთხვევაში, კურსი შემდეგნაირია: 1000 რუბლი – 29,4 ლარი, ხოლო 1000 რუბლის შეძენა – 28.1 ლარ.
ბანკი 2: 1000 რუბლი – 26.8 ლარია, ხოლო 1000 რუბლის შესაძენად დაგჭირდებათ 31.6 ლარი. გზავნილის შემთხვევაში, კურსი შემდეგნაირია: 1000 რუბლი – 27.3 ლარი, ხოლო 1000 რუბლის შეძენა – 31.0 ლარი.
ბანკი 3: 1000 რუბლი – 27.1 ლარია, ხოლო 1000 რუბლის შესაძენად დაგჭირდებათ 32.3 ლარი. გზავნილის შემთხვევაში, კურსი შემდეგნაირია: 1000 რუბლი – 29,2 ლარი, ხოლო 1000 რუბლის შეძენა – 32.4 ლარი.
რაც შეეხება გაცვლის პუნქტებს, 1000 რუბლი – 29.2 ლარია, ხოლო 1000 რუბლის შეძენა – 29.7 ლარი.