სარო ღარსლიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან, თბილისში, არხი “იმედის” Prime Show-ზე მონაწილეობა მიიღო და საპრიზო ადგილი დაიკავა.
Prime Show-ს პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ 70 წელს ზემოთ ქალბატონები და ბატონები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. შოუზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი წარადგინა სარო ღარსლიანმა, რომელმაც დჰოლზე შეასრულა ნომერი და საპრიზო ადგილი დაიკავა.
საპრიზო ადგილები “ბებიებსა” და “ბაბუებს” შორის ნაწილდებოდა. პირველი საპრიზო ადგილი 2 000 ლარს იღებდა. მე და კიდევ ერთი ქართველი ბატონი ერთნაირი ქულები მივიღეთ და, შესაბამისად, გავყავით პირველი საპრიზო ადგილი “ბაბუებს” შორის. მანაც ძალიან კარგად იმღერა და გადასარევი გამოსვლა ჰქონდა. “ბებიებს” შორის კი, თუ არ ვცდები, 87 წლის ქალბატონმა დაიკავა საპრიზო ადგილი და გადასარევად დაუკრა როიალზე.”
სარო ღარსლიანი აღნიშნავს, რომ ეს მოწვევა მისთვის დიდი სიხარული და პატივისცემა იყო. მას ძალიან უხარია, რომ მიეცა მსგავსი შესაძლებლობა წარედგინა ჯავახეთი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი და საპატივცემულო პირველი ადგილი დაეკავა ქართულ საზოგაოებაში. ამასთან ერთად, ბატონი სარო აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღეში ტელეკომპანია იმედის მიერ გამოქვეყნდება სრული გადაცემა და მაყურებელი შეძლებს თავად უყუროს ბებიებისა და ბაბუების გამოსვლებს.
ვრცლად ჩვენს ინტერვიუში სარო ღარსლიანთან: