მიმდინარე წლის ნოემბრიდან გორელოვკის სოფლის თემში ამოქმედდება მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც სთავაზობს საჯარო და კერძო სექტორების მომსახურებას, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები და იუსტიციის სახლები არ მუშაობს.
მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა ქალაქ ნინოწმინდაში იუსტიციის სახლთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩამოდის. ახლა გორელოვკის სოფლის თემის მცხოვრებლებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის მობილურ სახლს უძრავი ქონების გარიგებების, დოკუმენტებისა და მრავალი სხვა საკითხის თაობაზე.
გორელოვკის სოფლის თემის რწმუნებულ, მნაცაკან ბაბაჯანიანის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით გორელოვკის სოფლის თემი აირჩია, რადგან ითვლება, რომ ეს არის ყველაზე დიდი თემია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
ყოველ კვირას, მობილური იუსტიციის სახლი ჩამოდის სოფელ გორელოვკაში. ყოველკვირეულად, ხუთშაბათს, 10:00-დან 17:00 საათამდე იუსტიციის სახლის მობილური მანქანა არის სოფლის ცენტრში, კულტურის შენობასთან, რომელიც უზრუნველყოფს ყველა იმავე მომსახურებას, როგორც ნინოწმინდის საზოგადოებრივი ცენტრი. ახლა გორელოვკის სოფლის თემის ექვს სოფელს შეუძლია დაზოგოს დრო და ფინანსები იუსტიციის მობილური სახლის მომსახურებით.
ვრცლად ჩვენს ინტერვიუში მნაცაკან ბაბაჯანიანთან: