რა სჭირდებათ ფერმერებს? – Farmarea Industries-ის ვიზიტი ნინოწმინდაში

რა სჭირდებათ ფერმერებს? – Farmarea Industries-ის ვიზიტი ნინოწმინდაში

დღეს, 22 დეკემბერს, ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში გაიამრთა შეხვედრა ადგილობრივ ფერმერებთან. შეხვედრას ახორციელებდა კომპანია “Farmarea Industries”.

Farmarea Industries-ის მიერ ჩატარებულ შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ფერმერები. როგროც აღნიშნა ლევან ფესვიანიძემ, – კომპანიის მმართველმა დირექტორმა, შეხვედრის მიზანია რეგიონში მოღვაწე ფერმერების საჭიროებების გამოკვლევა, აზრების მოსმენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება. კომპანია Farmarea Industries აწარმოებს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დარგებისათვის საჭირო დანადგარებს, და შემდგომ სთავაზობს პროდუქციას ფერმერებს. მათი პროდუქცია ეხმარება ხელის სამუშაოს შემცირებას და ავტომატიზაციას.

“ჩვენ ვაწარმოებთ კონვეიერებს, კალიბრატორებს, სეპარატორებს, სარეცხ მანქანებს. ეს ისეთი ტექნიკა არ არის, რომელიც იჯარით გაიცემა. ტექნიკა მსხვილია. მაგალითად, შარშან ერთ-ერთ ქარხანაში გავუშვით 40 მეტრიანი კონვეიერი. თუმცაღა, ჩემი ჩამოსვლის მთავარი მიზანია – მოვისმინო ფერმერების აზრები, მათი საჭიროებები, რათა შემდგომში შევძლოთ ამ ინფორმაციის ანალიზი და, შესაბამისად, სწორი და მოთხოვნაზე მორგებული პროდუქციის შემოთავაზება ფერმერებისათვის.” – ამბობს ლევან ფესვიანიძე.

აღსანიშნავია, რომ ფერმერები ხედავენ საჭიროებას ამ ტექნიკაში. სასუნ ბდოიანი მეწარმეა, და მისი თქმით, საჭირო და აუცილებელია მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენება სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.

ვრცლად ჩვენს ინტერვიუში მეწარმა სასუნ ბდოიან და Farmarea Industries-ის მმართველ დირექტორთან:

Radio NOR · ადგილობრივი ფერმერების საჭიროებების გამოკვლევა: Farmarea Industries-ის ვიზიტი ნინოწმინდაში

წაიკითხეთ ასევე: