22 დეკემბერს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყოფილ 2021-2022 სასწავლო წელს შესანიშნავი სწავლისთვის ოქროს და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საშუალო სკოლების 49 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა მედლებით: 42 ოქრო და 7 ვერცხლი.
მოსწავლეთა ოქროს და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების მიზანია მათი მიღწევების წახალისება და წარჩინებული მოსწავლეების იდენტიფიცირება.
განათლების სამინისტრო ოქროს და ვერცხლის მედლებს იმ მოსწავლეებს გადასცემს, რომლებიც საშუალო სკოლას წარჩინებით დაამთავრეს:
- მოსწავლე, რომელსაც საშუალოდ 10 ქულა აქვს დამრგვალების გარეშე – იღებს ოქროს მედალს;
- მოსწავლე, რომელსაც საშუალოდ 9,8 და მეტი ქულა აქვს – იღებს ვერცხლის მედალს.
მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს, რომ მედლისთვის ქულა იწყება მე-10 კლასიდან და მთავრდება მე-12 კლასის შედეგებით.
დღეს, წარჩინებული მოსწავლეები სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
გადაცემაზე მოწვეულნი იყვნენ მშობლები და სკოლის დირექცია. ცერემონიის დასრულების შემდეგ მედლები მოსწავლეებს დირექციის მეშვეობით გადაეცემათ.
სოფელ ყულალისის სკოლის მოსწავლე, აშხენ ხაჩატრიანი მადლობას უხდის როგორც სამინისტროს, ასევე მის სკოლას მოსწავლეების წახალისებისთვის, რაც ხელს უწყობს სწავლისადმი მეტი ენთუზიაზმის გაჩენას. ამ დროისთვის აშხენი თბილისში პროგრამირებას სწავლობს და მოხარულია, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად სასარგებლო იყო.