ფოტო არქივიდან
ქარბუქისა და თოვლის გამო, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მიმართულებით გზები დაკეტილია და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ორ სოფლამდე გზე გაუვალია.
უამინდობამ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გზების მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა. მერის მოადგილე არმენ ბდოიანი გზებზე არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამჟამად სოფლებისკენ მიმავალი გზების უმეტესობა ღიაა. თუმცა, ზოგიერთი მიმართულება გაუვალი რჩება და ორი სოფელი კვლავ დაკეტილია.
უკვე ორი დღეა, სოფელ პ. ხანჩალის მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა სოფელ პ.ხანჩალისკენ მიმავალ დ. ხანჩალის შორის აღმართი თოვლით არის დაფარული და ტექნიკა მას ვერ ასუფთავებს. ამიტომ, დღეს დამატებითი ტექნიკა გამოიძახეს. სამუშაოები ღამით შეჩერდა და ამჟამად ამ ადგილზე რამდენიმე მანქანა მუშაობს და ელოდება სხვა ტექნიკას, რომლითაც ისინი შეეცდებიან გზის გაწმენდას.
გზა ტამბოვაკისკენ ასევე დაკეტილია. თოვლისა და დაბალი ხილვადობის გამო, იქ გაწმენდითი სამუშაოები არ მიმდინარეობს.
ქარბუქის გამო, სოფელ ვლადიმიროვკისკენ მიმავალი გზის გადაკვეთა რთულია. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დარჩენილი სოფლების მიმართულებით გზები გახსნილია.
არმენ ბდოიანის თქმით, ტექნიკა სრულ რეჟიმში მუშაობს, მიუხედავად ძლიერი ქარისა და დაბალი ხილვადობისა. როგორც კი ქარბუქი შეწყდება, გზები გაიწმინდება იმ მიმართულებით, სადაც ამჟამად რთული ამინდის პირობებია.