ქარბუქისა და თოვლის გამო, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მიმართულებით გზები დაკეტილია.
26 დეკემბერს, დაახლოებით 16: 15 საათზე, პატარა ხანჩალის მცხოვრებლებმა გზის ხელით გაწმენდა დაიწყეს.
დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ ვიდეო სოფელ პატარა ხანჩალის მაცხოვრებლებისგან:
შეგახსენებთ, რომ წინა მასალებში რადიო NOR-მა აღნიშნა, რომ სოფელ პატარა ხანჩალის მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები უკვე 2 დღეა მიმდინარეობს, თუმცა გზა რამდენიმე მეტრი თოვლით არის დაფარული და ტექნიკა მის გაწმენდას ვერ ახერხებს. ამიტომ, დღეს დამატებითი ტექნიკა გამოიძახეს.