საფრთხე ქვეითებისათვის: განადგურებული ჭა პუშკინის ქუჩაზე

საფრთხე ქვეითებისათვის: განადგურებული ჭა პუშკინის ქუჩაზე

ქალაქ ნინოწმინდაში, პუშკინის ქუჩაზე, ჭა, რომელიც სასმელი წყლის მილები აკავშირებს, დაზიანებულია.

მოსახლეობის თქმით, ჭა ორი დღეა დაზიანებულია, შესაძლო მიზეზი კი ის მანქანაა, რომელმაც ჭაზე გაიარა და გაანადგურა იგი. მოსახლეობა შეშფოთებულია ჭის მდგომარეობით, ზამთრისა და ყინვების გათვალისწინებით. ჭაში თოვლმა შეიძლება გამოიწვიოს წყლის გაყინვა და სასმელი წყლის შეწყვეტა ახლომდებარე ქუჩების მცხოვრებლებისთვის.

ჭა მდებარეობს პუშკინის ქუჩის ტროტუარზე. ლუქის ზედაპირული ბეტონი განადგურებულია. უნდა აღინიშნოს, რომ ლუქის მდგომარეობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფეხით მოსიარულეებს, რომლებმაც შეიძლება ვერ შეამჩნიონ იგი და დაშავდნენ.

Radio NOR · Опасность для пешеходов: разрушенный люк на улице Пушкина Ниноцминда

ამ საკითხზე ნინოწმინდის წყალმომარაგების კომპანიას დავუკავშირდით. შემოწმების შემდეგ შეგვატყობინეს, რომ ლუქი დღეს დროებით დაიხურებოდა. მათ უკვე შეუკვეთეს ახალი და რამდენიმე დღეში ელოდებიან ჩამოტანას.