საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, ნინოწმინდა-წალკა-თბილისის საავტომობილო გზა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის დაკეტილია. გზა დღეს არ გაიხსნება, ხვალ კი – ჯერჯერობით უცნობია.
სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალი ღიაა სამგზავრო ტრანსპორტისთვის, დაკეტილია სატვირთო ტრანსპორტისთვის.
საქართველო-სომხეთის სახელმწიფოთაშორისი გზა ბავრას გავლით ღიაა ყველა ტიპის ავტომობილისთვის.