ზღაპრული საახალწლო ღონისძიება #2 საჯარო სკოლაში

ზღაპრული საახალწლო ღონისძიება #2 საჯარო სკოლაში

28 დეკემბერს ნინოწმინდის #2 საჯარო სკოლაში ზღაპრული საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

დიდ ზღაპრულ ღონისძიებაზე მონაწილეობას იღებდნენ 1-ა, 1-ბ, მე-2, 3-ა და 4-ა კლასები, სულ, დაახლოებით, 98 მოსწავლე.

სასიხარულო და საახალწლო განწყობით, ბავშვებმა პედაგოგების ხელმძღვანელობით წარადგენეს საახალწლო ცეკვები, სიმღერები და ლექსები, გაახარეს მაყურებელი და დაუვიწყარი შთაბიჭდილება დაუტოვეს მას.

რა თქმა უნდა, საახალწლო დღესასწაული ვერ იქნებოდა თოვლის პაპისა და მისი საყვარელი შვილიშვილის გარეშე. მათ გაახარეს ბავშვები და გადასცეს საახალწლო საჩუქრები.