Space X-ს მასკის კრიტიკის გამო თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ

Space X-ს მასკის კრიტიკის გამო თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ

Space X რვა თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლებაში დაადანაშაულეს, რომლებიც მის მულტიმილიარდელ აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს კრიტიკულად აფასებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შრომითი ურთიერთობების ეროვნული საბჭოს (NLRB) რეგიონის წარმომადგენლის საჩივარი Space X-ს ბრალს სდებს მუშათა უფლებების დარღვევაში, კონკრეტულად ფედერალური შრომითი კანონის პუნქტის დარღვევაში, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს ერთად უკეთესი სამუშაო პირობები მოითხოვონ.

BBC -ის ინფორმაციით, აშშ-ს შრომის სააგენტოს საჩივრის თანახმად, 2022 წელს, ფირმის აღმასრულებლებს თანამშრომლებმა ღია წერილი გაუგზავნეს, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, სამუშაო ადგილზე არსებული პრობლემები. ამასთან, საჩივარში ნახსენები იყო, რომ გათავისუფლებამდე, თანამშრომლების დაკითხვაც განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ თუ Space X არ მოაგვარებს არსებულ პრობლემას, საქმე ადმინისტრაციულ მოსამართლეს გადაეცემა, რომლის გადაწყვეტილებაც გამგეობას და შემდეგ ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაეცემა. სასამართლო მოსმენა 5 მარტსაა დანიშნული.

ცნობილია, რომ მასკის კომპანიებს თანამშრომლების უფლებების დარღვევაში ადრეც ადანაშაულებდნენ.

BMG