დღეს, 11 იანვარს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლის გზა ღიაა..
“ნინოწმინდიდან ეშტიის თემის, სათხის, ოროჯალარის, არაქალის და ა.შ. მიმართულებით თოვლის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა. ტამბოვისკენ მიმავალი გზა დაკეტილია, ამჟამად იქ თოვლის გაწმენდა მიმდინარეობს. ასევე რთულად გასავლელია გზა ჟდანოვაკანიდან სამებამდე. “ჩვენ განვახორციელებთ დამატებით სამუშაოებს ამ გზის გასაწმენდად და გასაფართოებლად. მინდა აღვნიშნო, რომ დანარჩენ სოფლებამდე მისასვლელი გზები ღია და გამჭოლია”, – განაცხადა ნინოწმინდის მერის მოადგილემ არმენ ბდოიანმა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, ნინოწმინდა-წალკა-თბილისის საავტომობილო გზა, ასევე ნინოწმინდა-ახალციხე-თბილისის საავტომობილო გზა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის ღიაა. ასევე გახსნილია ნინოწმინდიდან ბავრისა და კარწახისაკენ მიმავალი გზები.