ნინოწმინდის სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასები განსხვავებულია. ჩვენ დავიარეთ ნინოწმინდაში მყოფი ყველა ბენზინგასამართ სადგური, რათა გაგვეგო ფასები და შეგვედარა დეკემბრის მონაცემებს.
ამასობაში, ნინოწმინდაში ბენზინის და დიზელის ფასები 7 დეკემბერს შემდეგი იყო:
ევრო რეგულარი – 2.84– 3.13-მდე;
პრემიური – 3.04 – 3.30-მდე;
დიზელი – 3.03– 3,35-მდე;
ევრო დიზელი – 3.13– 3.45-მდე.
2024 წლის 12 იანვარს ნინოწმინდაში ბენზინისა და დიზელის ფასები:
ევრო რეგულარი – 2.74– 3.03-მდე;
პრემიური – 2.89 – 3.20-მდე;
დიზელი – 2.93 – 2.95-მდე;
ევრო დიზელი – 3.09– 3.35-მდე.
საწვავის ფასების ცვლილებების შესახებ: დეკემბერთან შედარებით, იანვარში, რეგულარის ფასი 10 თეთრით გაიაფდა, პრემიუმი – 15 თეთრით. დიზელი 10 თეთრით გაიაფდა, ევრო დიზელი – 20 თეთრით. როგორც ვხედავთ, ცვლილებებმა გავლენა მოახდინა როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ფასებზე. ფასების შედარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ბენზინზე, ასევე დიზელის საწვავზე ფასი დაეცა.