გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 იანვრამდე სამცხე–ჯავახეთში ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ღამით ტემპერატურა –15 გრადუსამდე დაეცემა.
15 იანვარს ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში, დღისით ჰაერის ტემპერატურა –5; 0 გრადუსი იქნება, ხოლო ღამის საათებში –13;–11 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებებს, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ბაკურიანში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში –4; +1 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით –15; –13.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 იანვრიდან დღისით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ღამის საათებში კი გაძლიერდება ყინვა.
17 იანვრიდან 18 იანვრის დღის პირველ ნახევრამდე ნავარაუდევია თოვლი, ყინვა კი შესუსტდება. დღის განმავლობაში მოსალოდნელია +2; +4 გრადუსი, ხოლო ღამით –2; –8 გრადუსი;
18 იანვრიდან 21იანვრის ჩათვლით, დღის საათებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში, +4 +6 გრადუსამდე მოიმატებს. ღამით კი ნავარაუდევია –10;–8 გრადუსი. ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ბაკურიანში კი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0–დან +2 გრადუსამდე იმერყევებს, ხოლო ღამით მოსალოდნელია ძლიერი ყინვა –15; –13 გრადუსის ფრაგლებში.