ეროვნულმა ბანკმა”ბაზის ბანკი” 32, 800 ლარით დააჯარიმა – სებ-ის განცხადება

ეროვნულმა ბანკმა”ბაზის ბანკი” 32, 800 ლარით დააჯარიმა – სებ-ის განცხადება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში 12 იანვარს ,,ბაზის ბანკი” 32 800 ლარით დააჯარიმა.

სებ-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაჯარიმების მიზეზები შემდეგია:

ორ შემთხვევაში შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენა;

  • 1 კლიენტთან მიმართებით კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის არასათანადოდ დადგენა;
  • 2 შემთხვევაში ბანკის მხრიდან განხორციელდა “კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით (2022 წლის პირველი ნახევრისა და 2022 წლის მეორე ნახევრის ანგარიშგება) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა;
  • 2 შემთხვევაში დაირღვა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა;
  • 1 კლიენტთან მიმართებით განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების გადაუცემლობა “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

2024 წელს, ეს AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში გამოწერილი პირველი ჯარიმაა. 2023 წელს კი, მარეგულირებელმა 4 ბანკი დააჯარიმა.

BMG