ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებმა საახალწლო არდადეგების შემდეგ მუშაობა 15 იანვარს განაახლეს.
საბავშვო ბაღებმა ჩვეული ფუნქციონირება დაიწყეს. მუნიციპალიტეტში 17 აქტიური საბავშვო ბაღია, აქედან 2 ქალაქშია, დანარჩენი სოფლებში. ამჟამად, მხოლოდ ორი საბავშვო ბაღია სრული ფუნქციონირებით. სოფლის საბავშვო ბაღებში არის ერთჯერადი მშრალი კვება.
ორენოვანი განათლება მუნიციპალიტეტის 14 საბავშვო ბაღში უკვე ხელმისაწვდომია. ქალაქის საბავშვო ბაღები ღიაა 9: 30-დან 17: 00 საათამდე. სოფლის საბავშვო ბაღები კი – 9:30 საათიდან 15: 00 საათამდე.
საბავშვო ბაღების ხარჯებისთვის 2024 წლის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 1,997,000 ლარი გამოიყო.
ჯერჯერობით განსაკუთრებული ცვლილებები არ არის, თუმცა გაერთიანებული საბავშვო ბაღების დირექტორის მოადგილის თქმით, მოსალოდნელია ცვლილებები, რასაც შემდეგ მასალებში მოგახსენებთ.
უფრო დეტალურად გაერთიანებული საბავშვო ბაღების დირექტორის მოადგილისგან, მარინა ესოიანისგან შევიტყვეთ^