NOR რადიოსადგური ადრე იუწყებოდა, რომ სოფელ ჯიგრაშენის მინი-სტადიონზე ერთ-ერთი ღამის განათების ნათურა მწყობრიდან გამოვიდა და მისი შეცვლა გახდა საჭირო.
მოედნის მშენებლობის დროს განათების სამუშაოები არ იგეგმებოდა. საკრებულოს დეპუტატმა, შირაზ ხოდიკიანმა საკუთარი ხარჯებით ღამის განათების ნათურები დაამონტაჟა.
შირაზ ხოდიკიანმა NOR რადიოსადგურთან საუბარში თქვა, რომ მისი ინიციატივით დამონტაჟდა 2 ახალი მძლავრი ნათურა, რომლებიც უკეთესად ანათებენ სათამაშო მოედანს.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სექტემბერში სოფელ ჯიგაშენში დასრულდა მინი სტადიონის მშენებლობის სამუშაოები. მინი-ფეხბურთის მოედანზე სამუშაოდ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 63 000-მდე ლარი გამოიყო.