ფულადი გზავნილების მოცულობამ 4 მლრდ დოლარს გადააჭარბა – რა წილი მოდის რუსეთზე

ფულადი გზავნილების მოცულობამ 4 მლრდ დოლარს გადააჭარბა – რა წილი მოდის რუსეთზე

2023 წლის განმავლობაში საქართველოში 4,123 მლრდ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა, საიდანაც 37% რუსეთზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ჩრდილოეთიდან 1,526 მლრდ დოლარზე მეტი გადმოირიცხა.

რაც შეეხება 2023 წლის დეკემბერს, გასულ თვეს ქვეყანაში 308,285 მლრ დოლარი გადმოირიცხა, აქედან მეხუთედზე მეტი რუსეთზე მოდის, ჯამში 70,584 მლ დოლარი.

გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც 2023 წელს ყველაზე მეტი თანხა ჩაირიცხა:

რუსეთის ფედერაცია – 1,526,810 მლრდ აშშ დოლარი

იტალია – 518,564 მლნ აშშ დოლარი

აშშ – 456,391 მლნ აშშ დოლარი

საბერძნეთი – 242,997 მლნ აშშ დოლარი

გერმანია – 228,642 მლნ აშშ დოლარი

ისრაელი – 215,158 მლნ აშშ დოლარი

ყაზახეთი – 198,737 მლნ აშშ დოლარი

თურქეთი – 112,813 მლნ აშშ დოლარი

აზერბაიჯანი – 46,426 მლნ დოლარი

ესპანეთი – 61,954 მლნ აშშ დოლარი

BORJOMI TV