სოციალური სააგენტოს ცნობით, 2023 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 260 ბავშვი დაიბადა.
რაც შეეხება სქესობრივ სტატისტიკას, მუნიციპალიტეტში 134 ბიჭი და 126 გოგონა დაიბადა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა. თუ 2018 წელს შობადობას შევადარებთ, მაშინ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 305 ბავშვი დაიბადა. და 2023 წელს-266 ბავშვი. სტატისტიკის მიხედვით, უფრო მეტი ბიჭი იბადება, ვიდრე გოგონები.
ახალშობილი ბავშვებისთვის მერიის ერთჯერადი პაკეტით 270-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ნინოწმინდის მერიის მიერ 2023 წელს ახალშობილი ბავშვებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი თანხა 300 ლარი იყო. 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ახალშობილი ბავშვისთვის გამოყოფილი ერთჯერადი თანხა 400 ლარს შეადგენს.
ახალშობილები ასევე იღებენ თანხას სახელმწიფოს სოციალური დაცვისგან. პირველი და მეორე ბავშვის შემწეობა თვეში 100 ლარია, სანამ ბავშვი ერთი წლის გახდება. ხოლო მესამე და მომდევნო ბავშვები ყოველთვიურად იღებენ 200 ლარს, სანამ ბავშვი ორი წლის არ გახდება.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ნოემბრიდან ქალაქ ნინოწმინდის კლინიკაში სამშობიარომ ფუნქციონირება შეწყვიტა. ქალები მშობიარობენ საქართველოს ნებისმიერ სამშობიაროში მათი არჩევანით: ახალქალაქში, ახალციხეში ან თბილისში.