ტროტუარებზე ყინულის ფენა ქვეითთა მოძრაობას აფერხებს

ტროტუარებზე ყინულის ფენა ქვეითთა მოძრაობას აფერხებს

ძლიერი ყინვების შემდეგ ნინოწმინდის ცენტრალური ქუჩის ტროტუარები ყინულით დაიფარა, რაც ქვეითებს პრობლემას უქმნის. მოსახლეობა ტროტუარებზე ფრთხილად დადის და დაცემის ეშინია.

“მართალია, ტროტუარები თოვლისგან იწმინდება, მაგრამ ყინული რჩება და ძალიან საშიშია. კარგი იქნება, თუ ტროტუარები მარილითა და ქვიშით დამუშავდება, რათა უფრო უსაფრთხო იყოს”, – ამბობს მოსახლეობა NOR-თან საუბარში.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის უფროსი, ანდრანიკ ბდოიანი ამბობს: “ქალაქის ტროტუარები თოვლისგან ყოველთვის იწმინდება შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით. ტროტუარების ქვიშით ან მარილით დამუშავებასთან დაკავშირებით, ჩვენ დავუკავშირდით კომპანიას, რომელიც ნინოწმინდის ცენტრალურ ქუჩებს ასუფთავებს თოვლისგან. მათ მოგვაწოდეს მასალები (ქვიშა და მარილი), ჩვენ კი ტროტუარები ხელით დავამუშავეთ.

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში: