ელექტროენერგია გაიაფდა. ამის შესახებ ENERGO-PRO GEORGIA ავრცელებს ინფორმაციას მომხმარებლებში.
2024 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგია გაიაფდა. რადიო NOR-მა მიმართა ENERGO-PRO GEORGIA-ს ნინოწმინდის ფილიალს, რათა გაერკვია ახალი ტარიფები როგორც ელექტროენერგიის კერძო მოხმარებისთვის, ასევე კომერციული.
ENERGO-PRO GEORGIA-ს ნინოწმინდის ფილიალის ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე ტარიფი შემდეგნაირია:
- 101 კვ/სთ-ს ჩათვლით: 14,73112 თეთრი/კვ/სთ
- 101 კვ/სთ-დან 301 კვ/სთ-ს ჩათვლით: 18,70772 თეთრი/კვ/სთ
- 301 კვ/სთ-დან და მეტი: 23,22712 თეთრი/კვ/სთ
ძველი ტარიფი კი იყო შემდეგნაირი:
- 101 კვ/სთ-ს ჩათვლით: 17,73112 თეთრი/კვ/სთ
- 101 კვ/სთ-დან 301 კვ/სთ-ს ჩათვლით: 21,70772 თეთრი/კვ/სთ
- 301 კვ/სთ-დან და მეტი: 26,22712 თეთრი/კვ/სთ.
როგორც ვხედავთ, განსხვავება შეადგენს 3 თეთრს. ამასთან ერთად, ელექტროენერგიის კომერციული მოხმარების ტარიფიც შემცირდა. 2024 წლის 1 იანვრიდან იგი შეადგენს 220/380 ვოლტზე – 31,96-ის ნაცვლად 28,96074 თეთრს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები გამოთქვამენ კმაყოფილებას ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნავენ სხვა ფაქტორებს, რაც მოქმედებს საერთო კომუნალური გადასახადების ფასზე. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი – ბანკის საკომისიოა, ან დამატებითი შეღავათები პენსიონერებისათვის.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:
აღსანიშვნავია, რომ მთიანი რეგიონის სტატუსის მქონე პირები სარგებლობენ ელექტროენერგიის სახელმწიფო სუბსიდიით. ამასობაში, 200 კვ/სთ-მდე მოხმარებისას, მთიანი რეგიონის სტატუსის მქონე პირებს უფინანსდებათ მოხმარებული ელექტროენერგიის 50%, ხოლო 200 კვ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში, უფინანსდებათ მხოლოდ საერთო მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობიდან 100 კვ/სთ. სუბსიდირების მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, ვისაც მინიჭებული აქვს მთიანი რეგიონის მცხოვრებლის სტატუსი.