კიოკუშინ კარატეს მწვრთნელი სამველ დარბინიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუში დაიბადა და 4-5 წელია ნინოწმინდაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
სამველ დარბინიანი 25 წელია კარატეს საბრძოლო ხელოვნებას ეწევა და დაახლოებით 15 წელია მწვრთნელად მუშაობს, მწვრთნელობს და ვარჯიშობს როგორც საქართველოში, ასევე რუსეთსა და სომხეთში.
დარბინიანის ბოლო მიღწევა იყო შავი სარტყელი (ქამარი), დანის მესამე კვალიფიკაცია, შესაბამისი დიპლომი, რომელიც აღიარებულია მსოფლიო კარატეს ფედერაციის მიერ და იაპონიიდანა გაგზავნილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ვიდეოსიუჟეტი:
აღსანიშნავია, რომ სამველი ამჟამად ორ ჯგუფს ამზადებს ქალაქ ნინოწმინდასა და სოფელ გორელოვკაში.