ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში თოვლის უხვი ნალექი იყო.
თოვლის უხვი ნალექის გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით და ასევე თბილისის და სომხეთის მიმართულებით გზებზე ავტომანქანების მოძრაობა გართულებულია ხოლმე.
ჩვენ მივმართეთ ნინოწმინდის მიერიას და ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რათა გაგვერკვია გზებზე არსებული ვითარება.
მერიის ინფორმაციით, მუნიციპალტეტის სოფლების მიმართულებით, დაახლოებით დილის 11 საათსა და 15 წუთის მდგომარეობით, გზის გასუფთავებაზე მიუმართავს მხოლოდ სოფელი ეშტია.
რაც შეეხება გზებს თბილისისა და სომხეთის მიმართულებით, ფარავნის უღელტეხილი გახსნილია, სომხეთის მიმართულებითაც გზა გახსნილია. მოძრაობა შეუძლია ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტს. საგზაო დეპარტამენტის ცნობით, ეს დღეები ნალექიანი იქნება.