თოვლის უხვი ნალექის გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით და ასევე თბილისის და სომხეთის მიმართულებით გზებზე ავტომანქანების მოძრაობა გართულებულია ხოლმე.
ჩვენ მივმართეთ ნინოწმინდის მიერიას და ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რათა გაგვერკვია გზებზე არსებული ვითარება.
მერიის ინფორმაციით, დღეს, 24 იანვარს, გზა მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მიმართულებით გახსნილია, მხოლოდ სოფელ ტამბოვკას გზაზე მუშაობს ტექნიკა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა თბილისამდე წალკის მიმართულებით ღიაა ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის, ასევე გახსნილია გზა სომხეთისა და კარწახის მიმართულებით. ასევე, საავტომობილო დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, ხვალისთვის თოვლიანი ამინდი არ იქნება და გზების დაკეტვა ნაკლებად სავარაუდოა.