“21-ე საუკუნეში ასეთი გზა – არაადამიანურია” – ვლადიმიროვკის და სამების გზა შეკეთდება

“21-ე საუკუნეში ასეთი გზა – არაადამიანურია” – ვლადიმიროვკის და სამების გზა შეკეთდება

სოფელი ვლადიმიროვკა და სოდელი სამება ნინოწმინდის იმ სოფელთა ჩამონათვალშია, სადაც დღემდე არ არის მოასფალტებული გზა. ამ ორ სოფლამდე მიმავალი გზა საჭიროებს მოასფალტებას, რომ სოფლის მოსახლეობამ შეძლოს სრულყოფილი კომუნიკაცია როგორც მუნიციპალიტეტთან, ასევე სოფლის თემთან.

2023 წლის 29 დეკემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ორი ელექტრონული ტენდერი (ტენდერის ნომერი: NAT230027429, NAT230027460) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. ჟდანოვაკან-სამების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 2 306 298 ლარს, და ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. ფოკა-ვლადიმიროვკის გზის მოასფალტებაზე 2 372 400 ლარის ღირებულებით.

რადიო NOR-მა ჩაატარა გამოკითხვა სამებისა და ვლადიმიროვკის მოსახლეობაში. ყველა რესპონდენტი კმაყოფილია იმით, რომ გზა შეკეთდება, თუმცა არის საკითხები, რაზეც ისევ გასამახვილებელია ყურადღება.

ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში:

პრობმლემა სოფელ ვლადიმიროვკაში

შეგახსენებთ, რომ სოფელ ფოკას ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის, ლალი ფნჯოიანის მიერ ჩატარებული საადვოკატო პროგრამის ფარგლებში, კვლევების დროს გაირკვა, რომ სოფელ ვლადიმიროვკას მაცხოვრებლებისთვის მთავარი პრობლემა სოფლისკენ მიმავალი გზის სავალალო მდგომარეობაა. სოფელ ვლადიმიროვკის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ეს გზა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აკავშირებს სოფელ ვლადიმიროვკას თემის ცენტრთან, – სოფელ ფოკასთან. ვლადიმიროვკის ერთ-ერთი მკიდრის, სვეტლანას თქმით: “ჩვენს სოფელში არ არის მაღაზია, ამიტომ ჩვენ გვიწევს სოფელ ფოკაში ჩასვლა. გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ნახევარი საათი გვჭირდება, რომ ფოკაში ჩავიდეთ, მანქანები კი ფუჭდება. ვფიქრობ, 21-ე საუკენეში ასეთი გზა – არაადამიანურია”. 

ამასთან ერთად, ვლადიმიროვკის სხვა მაცხოვრებლები გამოკვეთავენ გზასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემას, – მანქანების მდგომარეობა. ვინაირად გზა ცუდ მდგომარეობაშია, მანქანები მალე ფუჭდება და მწვავედ დგას მანქანების ტექდათვალიერების პრობლემა. პირობების არარსებობის გამო, ადამიანები იძულებულნი არიან დატოვონ მშობლიური სოფელი და სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად.

ფოტო რადიო NOR-ის არქივიდან: 

პრობლემა სოფელ სამებაში

სოფელი სამება გორელოვკის თემის ერთ-ერტი სოფელია, სადაც გზა მიდის სოფელი ჟდანოვიდან. ეს გზაც ცუდ მდგომარეობაშია. სამების მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში მათ დაჰპირდნენ გზის მოასფალტება, თუმცა დღემდე ეს პრობლემა მოუგვარებელია. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვაკანიდან სამებამდე გზის სიგრძე 4 კილომეტრია და ამ გზაზე მოძრაობა თითქმის შეუძლებელია, გზა ღრმა ორმოებითაა დაფარული, რაც მანქანების გაუმართაობას იწვევს.

ფორო რადიო NOR-ის არქივიდან: 

აღსანიშნავია, რომ სამების გზაზე 2022 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდა გზის გასწორების სამუშაოები. ამის შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვაკანის რწმუნებულმა, პეტროს თამასიანმა რადიოსადგურთან ინტერვიუში განაცხადა. “გზის გასწორების სამუშაოები ნინოწმინდის მერიის ინიციატივით ხორციელდება. რაც შეეხება მოასფალტებას, უნდა აღვნიშნო, რომ სამუშაოები მომავალი წლის (2023) გაზაფხულზე დაიწყება.”

სამების მცხოვრებელებიც აღნიშნავენ, რომ მათ არაერთი დაპირება აქვთ მიღებული გზის მოსფალტებასთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე არც ერთი დაპირებირება მოასფალტებასთან დაკავშირებით არა შესრულებული.

სამების მხცოვრებლებმა კმაყოფილება გამოთქვეს გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით და, ძალიან დიდი იმედი აქვთ, რომ წელს მაინც გზა მოასფალტდება. სამების ერთ-ერთმა მკვირმა (სახელი და გვარი არ არის მითითებული რესპონდენტის თხოვნით) თქვა: “წელსაც თუ არ მოასფალტდება გზა და მხოლოდ გასწორების სამუშაოებს ჩაატარებენ, – ესეიგი მათი დაპირება არაფერს ნიშნავს.”

საბოლოო ჯამში, ორივე სოფლის, – სამებასა და ვლადიმიროვკის მოსახლეობა კმაყოფილია იმით, რომ გამოცხადებულია ტენდერი გზების რეაბილიტაციაში. ორივე ტენდერის შეთავაზებათა მიღება დასრულდება დღეს, 25 იანვარს, 15:00 საათზე. დამატებით მასალას რადიო NOR-ი ეტაპობრივად გაგაცნობთ.