ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობა ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
ადგილობრივ მოსახლეობაში ამ სფეროში მზარდი ინტერესი არ არის. ხდება პირიქით, – ფერმერები უჩივიან სიტუაციას და სურთ დატოვონ ეს სფერო. ამის მიზეზი სოფლის მეურნეობის პროდუქციის, კერძოდ კი, – კარტოფილის დაბალი ფასია.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში და თავად ქალაქში შარშან მოყვანილი კარტოფილი არ იყიდება.
სოფელ პ. ხანჩალის მკვიდრმა, ხორენ ისპირიანმა აღნიშნა: “არ ვიცი რას ფიქრობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მაგრამ შეუძლებელია ასე ცხოვრება. ყოველ შემთხვევაში, ისინი სხვა ქვეყნებიდან კარტოფილის შემოტანის საშუალებას არ უნდა აძლევდნენ, ან მეზობელ ქვეყნებში ჩვენი საქონლის ექსპორტის შესაძლებლობა მოგვცენ. თუ ეს გაგრძელდება, წელს კარტოფილს აღარ დავთესავ. სოფელ პ.ხანჩალიში კარტოფილის 80%, დაახლოებით 500 ტონა, საწყობებში დარჩა. კარტოფილის ღირებულება 50-70 ტეტრია, 40 თეთრადაც ვერ ვყიდით, მეტი რაღა ვთქვათ. სახელმწიფო არ არეგულირებს ბაზარს და ყურადღებას არ აქცევს.”
კიდევ ერთი მკვიდრი, ჰარუთიუნ ნაზარიანი ამბობს, რომ კარტოფილი საწყობებში დარჩა, მათ ფასი არ აქვთ, არავინ აქცევს ყურადღებას. ყველას აქვს ვალები, სესხები, ხალხი იძულებულია გაყიდოს ძროხები ვალების გადასახდელად. ბევრი ფიქრობს, რომ კარტოფილი აღარ დარგოს. საწყობში 20 ტონა კარტოფილი მაქვს, ცხოველებს სათესლე კარტოფილით ვკვებავთ. პრაქტიკულად არ არსებობს მყიდველები, და ვინც მოდის ყიდვა 40-45 თეთრად ყიდულობს, ძალიან მცირე რაოდენობით.
კარტოფილის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი საარსებო წყაროს ძირითადი საშუალებაა. ყოველწლიურად მოსახლეობა ყიდულობს ახალ იმპორტირებულ ჯიშის თესლს, იხდის 3 ლარს 1 კგ-ში, მაგრამ საბოლოოდ ვერ ახერხებენ მიღებული კარტოფილის გაყიდვას ან მიზერულ ფასად ყიდიან.
თუ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მაღაზიებში საკვების ფასებს დააკვირდებით, ძნელი არ არის იმის პროგნოზირება, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ადამიანები დროთა განმავლობაში, ვისთვისაც კარტოფილი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
მათი პროდუქტი დღეს გაუფასურებულია და დაბალი ფასითაც კი ძნელია მყიდველის პოვნა. კარტოფილის მდგომარეობის შესახებ უფრო მეტი ჩვენს აუდიოჩანაწერში: