რა პრიოროტეტი აქვს მოსახლეობას “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში

რა პრიოროტეტი აქვს მოსახლეობას “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში,  “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაიწყო.

რადიო NOR-ის  ჟურნალისტებმა შეეცადეს ცოტა წინ წასულიყვნენ და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სტუმრობის შემდეგ, მოსახლეობასთან გასაუბრებით გაარკვიეს, რომელ სამუშაოებს ანიჭებენ წელს პრიორიტეტს თავიანთ სოფლებში.

სოფელ ჟდანოვაკანის მოსახლეობა პრიორიტეტს სოფლის გაზიფიცირებას ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სამუშაოსთვის ეს თანხა მცირეა, მოსახლეობა ამბობს, რომ თავად შეაგროვებს თანხას გაზიფიცირების შემთხვევაში.

სოფელ პატარა ხანჩალის ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით, სასმელი წყალი მნიშვნელოვანი და უმთავრესი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც, მათი იმედი აქვთ, წელს “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში მოხდება.

სოფელ დიდი ხანჩალის მცხოვრებლებმა რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი დაასახელეს: წყალმომარაგება, სპორტული დარბაზის მშენებლობა და საბავშვო ბაღის შეკეთება. თუმცა, მათ ჯერ არ გადაუწყვეტიათ.

“თანასოფლელებთან ერთად უნდა გავერთიანდეთ და გადავწყვიტოთ, რაში დავხარჯავთ ფულს. ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა სოფელ კატნატუს მკვიდრმა NOR-თან საუბარში.

Radio NOR · Ինչ աշխատանքների են նախապատվությունը տալիս բնակիչները «Օգնություն գյուղին» ծրագրի շրջանակներում

რადიო NOR-მა Facebook გვერდზე ჩაატარა გამოკითხვა აღნიშნულ თემაზე.

ამ დროისთვის შედეგები ასეთია:

შეგახსენებთ, რომ წელს” დახმარება სოფელს ” პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია: გზის მშენებლობა, სასმელი და სარწყავი წყლის საკითხები, სანიაღვრე სისტემების მშენებლობა, სასაფლაოების შემოღობვა, სტადიონების მშენებლობა (შეკეთება) და რეაბილიტაცია, ღამის განათება და ა.შ. .

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის, როგორც წინა წლებში, ისე 2024 წელს, 444 000 ლარი გამოიყო. თანხის განაწილება, როგორც ადრე, უნდა მოხდეს სოფლის მოსახლეობის მიხედვით. თუ სოფელში 200-მდე ადამიანი ცხოვრობს, ამ სოფლისთვის 10 000 ლარია გამოყოფილი. 400 – მდე მოსახლეობით-12 000 ლარი. 1000 მოსახლეზე 16 000 ლარი. თუ მოსახლეობა 1000 ადამიანს აჭარბებს, მაშინ 20 000 ლარია გამოყოფილი.