წელს ნინოწმინდაში მკაცრი ზამთარია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ცენტრალური ქუჩები რეგულარულად იწმინდება თოვლისგან, გაყინული გზების პრობლემა მწვავად დგაქ ქალაქში და აფერხებს მანქანების მოძრაობას.
მანქანები ბუქსაობენ, რთულია გადაადგილება, განსაკუთრებით, როდესაც შუქნიშანათან ჩერდებიან, – შემდგომ უჭირთ მოძრაობის გაგრძელება. იმ ქუჩებზე, რომლიბიც არ არის ცენტრალური (ტერიანი, პუშკინი, სპანდარიანი), არსებულ ძველ ყინულზე თოვლის ახალი ფენაა, რომელიც ასევე ართულებს მოძრაობას.
უჭირთ არა მხოლოდ მძღოლებს, – ტროტუარები იწმინდება თოვლისგან, თუმცა, ქუჩების მსგავსად, ყინულითაა დაფარული და ფეხით მოსიარულეები ძალიან ფრთხილად დგამენ თითოეულ ნაბიჯს.
რადიო NOR-მა გადაიღო NO COMMENT ვიდეო, რათა უფრო დეტალურად გაჩვენოთ ვითარება ნინოწმინდის ქუჩებზე:
გარდა ამისა, თავისუფლების ქუჩაზე, ე.წ. “ბირჟასთან”, დაგროვდა დიდი რაოდენობის თოვლი, რაც გამოწვეულია რეგულარული წმენდით (გზის გასუფთავებისას, თოვლი ნელნელა გროვდება გზის პირას). მძღოლები მანქანებს ამ გორაკებსა და უშუალოდ ტროტუარებზე აჩერებენ.