საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სერტიფიცირების გამოცდები დაიწყო. მომდინარეობს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ადმინისტრაციის წევრების, – თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი, – სასერტიფიკატო გამოცდები.
ამ ეტაპზე გამოცდის ჩაბარება შეუძლია საქართველეოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მანამდე არ იყო პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრად, ხოლო ვინც დანიშნული იყო, – უნდა ორჯერ გამოტოვონ და შემდეგ უკვე ჩააბარონ ტესტები.
ამჟამად არიან ადამიანები, ვინც ადრე იკავებდა თავმჯდომარის, მოაადგილის და მდივნის პოზიციები, თუმცა, ახლა შეიცვალა წესები, – მათ არ აქვთ უფლება იმუშაონ ამ პოზიციებზე სერტიფიცირების გარეშე, – ზუსტად ესაა გამოცდის დანერგვის მიზეზი.
ვრცლად ჩვენს აუდიოინტერვიუში სეირან კიურეღიანთან:
სეირად კიურეღიანის ამბობს, რომ ტესტირების საკითხები საკმაოდ მარტივია და მოიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რაც საჭიროა რომ თანამშრომელმა იცოდეს. ტეესტები მოიცავს 150 კითხვას ადმინისტრაციული აპარატისათვის, ხოლო 130 კითხვა – წევრებისთვის. ტესტირებიაში 24 კითხვაა, გამსვლელი ბარიერი კი – 15 კითხვაზე სწორი პასუხის გაცემაა. კიურეღიანმა ასევე დაამატა, რომ რეგისტრაციის ადგილები შეზღუდული იყო. ადმინისტრაციული გამოცდისთვის ბევრი მსურველი იყო, თუმცა შეზღუდული ადგილების გამო მხოლოდ 180 მსირველმა მოასწრო რეგისტრაციის გავლა, ხოლო კომიტეტის – 300.
შეგახსენებთ, რომ წელს არის საპარლამენტო არჩევნიბი, რომელიც ჩატარდება 31 ოქტომბერს.