ქალაქ თბილისში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, საკვალიფიკაციო ჩემპოინატი ჩატარდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ნინოწმინდის სპორტის სკოლის ჭადრაკის სექცია დაპატიჟებული იყო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებულ საკვალიფიკაციო ჩემპიონატზე. 5 მოჭადრაკე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტითან, მწვრთნელ იურა კუიუმჩიანის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ საკვალიფიკაციო ჩემპიონატზე ქალაქ თბილისში.
კოირუნ ოგანესიანი აქალაქ ნინოწმინდის, სპორტის სკოლის ჭადრაკის სექციის მოსწავლეა. კოირუნი 13 წლისაა. საკბვალიფიკაციო ჩემპიონატზე კოირუნმა 7 ჯერ ითამაშა, – მოიგო 4 თამაში, ყაიმი – 2, წაგება -1. კოირუნი ამბობს, რომ მას ჭადრაკში განვითარება სურს და სამომავლოდ მისი ცხოვრება ისევ ჭადრაკთან იქნება დაკავშირებული. კოირუნმა 7 ქულიდან 5 აიღო და საპრიზო, მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის, დიპლომისა და სერტიფიკატის მფლობელი გახდა.
გარდა კოირუნისა, საპრიზო ადგილთან ახლოს იყო ნერსეს ლორეციანი, რომელმაც 3,5 ქულა შეაგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში მწვრთნელ იურა კუიუმჩიანთან:
კუიუმჩიანი ასევე აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის სპორტის სკოლის ჭადრაკის სექციის მუდმივი პრობლემა, – ქართული ენის ცოდნაა. მოსწავლეები არ ფლობენ ქართულ ენას და როდესაც ტარდება ჩემპიონატები ქვეყნის მასშტაბით, – მათ უჭირთ კომუნიკაცია ქართველ მოჭადრაკეებთან, ორგანიზატორებთან და მსაჯებთან, რასაც გავლენა აქვს შედეგებზე და თამაშზე, ამიტომ, მიზანია, – გაძლიერდეს ბავშევების ცოდნა და ასწავლონ მათ ქართული ჭადრაკის ტერმინოლოგიის დონეზე მაინც.