რატომ არ მუშაობს ახალი გარე განათება სოფელ ეშტიაში?

რატომ არ მუშაობს ახალი გარე განათება სოფელ ეშტიაში?

ფოტო არქივიდან

2023 წლის აგვისტოში, “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში, სოფელ ეშტიაში ღამის განათების სამუშაოები დაიწყო.

აღნიშნული სამუშაოებისთვის 20 000 ლარის ოდენობის თანხა დაიგეგმა, რომელიც შპს “X 2”-მა 19,775 ლარად მოიგო. გასულ წელს დასრულდა განათების სამუშაოები დაახლოებით 1 კმ 350 მეტრის სიგრძით, მაგრამ განათება ჯერ კიდევ არ მუშაობს.

ამ საკითხზე ვესაუბრეთ ეშტიის სოფლის თემის წარმომადგენელს, ეგორ ქოთოიანს. მისივე თქმით, რაც შეეხება პროექტ “დახმარება სოფელს” ფარგლებში განათების ფუნქციონირებას, არ არსებობდა ელექტრო მრიცხველი, რის გამოც განათება არ მუშაობს. მუნიციპალიტეტმა წლევანდელ ბიუჯეტში, წერილის სახით, მიმართა ელექტროკომპანიას, დამონტაჟდება ელექტრო მრიცხველი და ჩართული იქნება განათება. რაც შეეხება სოფლის დარჩენილ გაუნათებელ ქუჩებს, დაახლოებით 2 თვეში გაზაფხულზე, მათ მშენებლობაზე მუშაობა გაგრძელდება და ოქტომბრისთვის სოფლის ქუჩების განათების საკითხი მთლიანად მოგვარდება.

Radio NOR · Ինչու չի գործում Հեշտիայում նոր անցկացված գիշերային լուսավորությունը