საქართველოს ქუჩაზე განალიზაცია გაიჭედა

საქართველოს ქუჩაზე განალიზაცია გაიჭედა

ქალაქ ნინოწმინდაში, თავისუფლებისა და საქართველოს ქუჩების კვეთაზე, კანალიზაცია გადაკეტილია და ქუჩის მთელ ზედაპირზე წყალი მოედინება.

1 თებერვალს, ადგილზე წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლებმა სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს.

თანამშრომლების ინფორმაციით, კანალიზაცია გაჭედილია, ამჟამად კი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ტექნიკა ასუფთავებს თოვლს, რომ იპოვოს ჭა და ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს პრობლემა.