ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ მინისტრობის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მას შეუწყდა უფლებამოსილება 29 იანვარს, 17:00 საათზე.
ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ პრემიერის მოვალეობის შესრულება შეუძლია რომელიმე ვიცე-პრემიერს. ეს თანამდებობა უკავიათ თეა წულუკიანს – კულტურის მინისტრი, და ეკონომიკის მინისტრ – ლევან დავითაშვილს.
რადიო NOR-მა ჩაატარა გამოკითხვა ნინოწმინდის მოქალაქეებში, რათა გაერკვია მათი აზრი პრემიერ მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების აზრი ორად გაიყო – ნაწილი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი კარგი პრემიერი იყო და სურდათ მისი ხელმძღავენლობის გაგრძელება, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ არ ერკვევიან პოლიტიკაში და არ გააჩნიათ მოსაზრება.