ორ კვირაზე მეტია, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სპორტული კომპლექსის მოთხილამურეები სპორტით ინტენსიურად არიან დაკავებულნი.
თუმცა, აღჭურვილობის არარსებობის გამო, ძალიან რთულია ამ სპორტის სრული პოტენციალის განვითარება და მაღალი დონის პროფესიონალების მომზადება.
მწვრთნელის, ჰოვანეს კარსლიანის თქმით, 10-მდე მოთხილამურეა, იმიტომ რომ სწორედ ამ რაოდენობის აღჭურვილობა გვაქვს. კიდევ ორი ახალი მოთხილამურე შეუერთდა გუნდს; თითოეულს აქვს საკუთარი თხილამურები. აღჭურვილობის ნაკლებობა ძლიერ გავლენას ახდენს ახალგაზრდების საქმიანობაზე. ახლა მოთხილამურეები ინტენსიურად ვარჯიშობენ ბაკურიანში და გიუმრიში, სპორტსმენ ტადევოს არზუმანიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ სათხილამურო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.
“სპორტსმენების მოსამზადებლად ჩვენ ვიყენებთ არა მხოლოდ სირბილს, ჯოხებით სირბილს აღმართსა და დაღმართებში, არამედ გრძელ სრიალს, კლასიკურ სიარულს და, რა თქმა უნდა, ზოგად ფიზიკურ მომზადებას. ამ სპორტის პრაქტიკა შეგვიძლია თითქმის ექვსი თვის განმავლობაში, რადგან ზამთარი გრძელია. თხილამურებით სრიალი ძალიან სასარგებლოა ბავშვებისა და მოზარდების ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. ამიტომ აუცილებელია ამ სპორტის განვითარება”, – განაცხადა მწვრთნელმა.
იმისათვის, რომ თხილამურების სპორტით დაკავდეთ, საჭიროა თხილამურების ქონდა, ხოლო მათი შოვნა რთული, – არც იყიდება. ამაშია მთავარი პრობლემა.