სოფელ ეშტიაში ახალი საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულია ტენდერი საინჟინრო მომსახურების შესყიდვაზე. შესყიდვის ობიექტია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. ეშტიაში ახალი საბავშვო ბაღის მოწყობის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება (თანმდევი ექსპერტირებით). ტენდერი (NAT230024408) მოიგო კომპანია შპს “დ-მ”.
ჩვენ დავუკავშირდით კომპანიის დირექტორ, დავით ნადირაძეს, რათა გაგვერკვია, რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს სოფელ ეშტიაში საბავშვო ბაღთან დაკავშირებით. როგორც ახსენა დავით ნადირაძემ, უნდა აშენდეს ახალი შენობა და ამჟამად ტერიოტორიაზე მყოფი ძველი შენობა დაინგრევა. აღვნიშნავთ, რომ ეს არ ეხება იმ შენობას, რომელშიც ამჟამად საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
ვრცლად ჩვენს საუბარში დავით ნადირაძესთან:
აღსანიშნავია, რომ კომპანია შპს “დ-მ” ახორციელებს მხოლოდ საინჟინრო სამუშაობს, რომლეს საფუძველზე შემდგომ აშენდება ახალი საბავშვო ბაღი. საინჟინრო მომსახურებისთვის გათვალისიწნებული თანხა შეადგენს 24 000 ლარს, და 100% ფინანსედება ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, ხოლო კომპანიამ მოიგი ტენდერი 15 210 ლარის ოდენობის თანხის შემოთავაზებით.