ფოტო არქივიდან
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკისკენ მიმავალი გზა დროებით დაკეტილი რჩება.
როგორც მერის მოადგილე, არმენ ბდოიანმა აღნიშნა, რაც შეეხება საგზაო მდგომარეობას, სოფელ ტამბოვკამდე მისასვლელი გზა ამ დროისთვის დროებით დაკეტილია, რადგან მთავარი გზაც დახურულია და ტექნიკა ვერ მიდის ადგილზე, რომ გაასუფთავოს გზა. მუნიციპალიტეტის დარჩენილი სოფლების მიმართულებით გზები ღიაა.