საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალქალაქი–ნინოწმინდის გზაზე, თოვლში ჩარჩენილი მანქანები გამოიყვანეს.
რამდენი მანქანა იყო თოვლში უამინდობის გამო და რამდენი შეტყობინება შევიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ჩვენთვის უცნობია, უწყებაში ზუსტ მონაცემებს არ გვაწვდიან.
შეგახსნებთ, რომ უამინდობა რეგიონში მეორე დღეა გრძელდება, ნინოწმინდის და ახალქალაქის სოფლების უმეტესობა გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.