6 იანვარს, ქარბუქის გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლის გზა დაკეტილია

6 იანვარს, ქარბუქის გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლის გზა დაკეტილია

6 თებერვალს, დილით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქარბუქი მძვინვარებს. ამ დროისთვის ქარბუქმა მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა გზა მთლიანად ჩაკეტა.

უამინდობამ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გზის მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა. მერის მოადგილემ, არმენ ბდოიანმა, გზებზე არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სოფლებში მიმავალი გზების უმეტესობა დაკეტილია. სოფლების მხოლოდ ორი მიმართულებით არის გზა გაუვალი. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დიდთოვლობა, ქარბუქი და გზის შეზღუდული ხილვადობა არ იძლევა თოვლის გზების გაწმენდის შესაძლებლობას. როგორც კი ქარბუქი შეწყდება, გზები გაიწმინდება იმ მიმართულებით, სადაც რთული ამინდის პირობებია.

მერის მოადგილე ადგილობრივ მოსახლეობასა და მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ასევე რეკომენდირებულია თავი შეიკავონ მგზავრობისგან, სანამ გზებზე სიტუაცია არ დასტაბილურდება.

5 თებერვალს ნინოწმინდა-წალკა – თბილისის მიმართულებით გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის დაიკეტა.