რადიო NOR-ი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან დაკავშირებას ცდილობს სიტუაციის გასარკვევად, თუმცა დეპარტამენტის მხრიდან რეაგირება არ არის — ცხელი ხაზი ზარებს არ პასუხობს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარბუქი მძვინვარებს, მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით გზები დაკეტილია.
ასევე ქარბუქია ახალქალაქის მუნიციპალიტეტისკენ, თბილისისკენ და სომხეთისკენ მიმავალ გზებზე.
რადიო NOR-ის თანამშრომლის ინფორმაციით, რომელიც სომხეთისკენ მიმავალ გზაზეა, ქარბუქი მძიმეა, თოვლში ჩარჩენილია მანქანები, ადგილზე ტექნიკა მუშაობს.
რადიო NOR ისევ შეეცდება დეტალების გასარკვევად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდეს.