საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გვიპასუხა – გზებს ასუფთავებენ

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გვიპასუხა – გზებს ასუფთავებენ

ფოტო არქივიდან

რადიო NOR დილიდან ვერ უკავშირდებოდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. თუმცა 12:51 საათზე მოხერხდა უწყებასთან დაკავშირება და გზების მდგომარეობის შესახებ გაგება.

უწყების ინფორმაციით სომხეთის საზღვრისკენ, ახალქალაქისკენ, თბილისსა და კარწახისკენ მიმავალი გზები ჯერ-ჯერობით დაკეტილია. ადგილზე მუშაობს ტექნიკა და გზებს ასუფთავებს.

ასევე, დეპარტამენტის ცნობით, ახლო დღეებში მოსალოდნელია ქარბუქი და სიტუაცია გზებზე არ შეიცვლება.

Radio NOR · Департамент дорог ответил – дороги расчищаются