გუშინ, 6 თებერვალს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარბუქი მძვინვარებდა. გადაკეტილი იყო გზები თბილისის, ახალქალაქისა და სომხეთის მიმართულებით — ქალაქიდან გასასვლელი ყველა მხრიდან გადაკეტილი იყო.
ახალქალაქში ჰემოდიალიზის ქვეშ მყოფი პაციენტები საავადმყოფოში ვერ მიდიოდნენ. ერთ-ერთი პაციენტი ჰარუთიუნ სიმონიანი იყო.
ჰარუთიუნ სიმონიანის მეუღლემ, აიასტან სიმონიანმა ამ პრობლემის შესახებ რადიო NOR-ს აცნობა. ახალქალაქში წასასვლელად ჰაიასტანი იძულებული გახდა 112-ე სამაშველო სამსახური დაერეკა და მათი დახმარების იმედი ჰქონდა.
“სასწრაფო დახმარების მანქანა ხუთ წუთში მოვიდა, ტრაქტორმა სასწრაფოს გზა გაუწმინდა და ახალქალაქამდე უსაფრთხოდ მივედით”, – განუცხადა ჰაიასტანმა დღეს დილით.
ჰაიასტან სიმონიანი და მისი მეუღლე, ჰარუთიუნ სიმონიანი მადლიერებას გამოხატავენ ნინოწმინდის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიმართ.