გზების მდგოამრეობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით

გზების მდგოამრეობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უკვე მეორე დღეა, ქარბუქმა სოფლებამდე მისასვლელი ყველა გზა მთლიანად გადაკეტა.

უამინდობამ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზის მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა. მერის მოადგილე არმენ ბდოიანი გზებზე არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამჟამად სოფლებში მიმავალი გზების უმეტესობა კვლავ დაკეტილია. გზა სოფელ დიდი ხანჩალისკენ ღიაა. რთული მეტეოროლოგიური პირობების დროს, როდესაც ქარბუქია და შეზღუდულია ხილვადობა, ტექნიკა ვერ ახერხერებს გზის გაწმენდას.

იმ სოფლების მიმართულებით, სადაც ქარბუქი ჩაცხრება, ტექნიკა მუშაობას დაიწყებს. ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები 11:30 საათისთვის მიმდინარეობს გონდიოს სოფლის თემისა და ჯიგრაშენისკენ მიმავალი მიმართულებით.

გარდა იმისა, რომ გზა დაკეტილია, სოფლების უმეტესობა ელექტროენერგიის გარეშე რჩება.