გზა სოფელ ჟდანოვაკანში, 7 თებერვალი.
გუშინ, 6 თებერვალს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარბუქი იყო. დაფარულია გზები სომხეთის, თბილისისა და ახალქალაქის მიმართულებით.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზარებს არ პასუხობს, თუმცა რადიო NOR-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, რომელიც სოფელ ჟდანოვაკანში იმყოფება, სომხეთისკენ მიმავალი გზა 12:10 საათისთვის დაკეტელია.
რადიო NOR შეეცდება დღის განმავლობაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდეს და მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია წალკა-თბილისის, ახალქალაქი-ახალციხისა და კარწახის მიმართულებით არსებული გზების შესახებ.