სომხეთისკენ მიმავალი გზა დაკეტილია, – საავტომობილო გზების დეპარტამენტი კვლავ არ პასუხობს ზარებს

სომხეთისკენ მიმავალი გზა დაკეტილია, – საავტომობილო გზების დეპარტამენტი კვლავ არ პასუხობს ზარებს

გზა სოფელ ჟდანოვაკანში, 7 თებერვალი.

გუშინ, 6 თებერვალს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარბუქი იყო. დაფარულია გზები სომხეთის, თბილისისა და ახალქალაქის მიმართულებით.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზარებს არ პასუხობს, თუმცა რადიო NOR-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, რომელიც სოფელ ჟდანოვაკანში იმყოფება, სომხეთისკენ მიმავალი გზა 12:10 საათისთვის დაკეტელია.

რადიო NOR შეეცდება დღის განმავლობაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდეს და მოგაწოდოთ  სრული ინფორმაცია წალკა-თბილისის, ახალქალაქი-ახალციხისა და კარწახის მიმართულებით არსებული გზების შესახებ.