“აკადემიური სიმღერა ჩემი თვითგამოხატვის მეთოდია” – ოპერის მომღერალი ჯავახეთიდან – ლუიზა გრიგიორიანი

“აკადემიური სიმღერა ჩემი თვითგამოხატვის მეთოდია” – ოპერის მომღერალი ჯავახეთიდან – ლუიზა გრიგიორიანი

ლუიზა გრიგორიანი ახალგაზრდა ოპერის მომღერალია, წარმოშობით ჯავახეთიდან. ლუიზა 20 წლისაა და ამ ახალგაზრდა ასაკში უკვე დიდ წარმატებებს მიაღწია მუსიკის სამყაროში. სრულყოფილებისკენ სწრაფვით, ლუიზა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თითოეულ ნოტას, ქმნის უნიკალურ მუსიკალურ შედევრებს.

მამის მხრიდან, ლუიზა წარმოშობით ჯავახეთიდანაა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ეშტიიდან, თუმცა დაიბადა და გაიზარდა სომხეთის რესპუბლიკაში, ქალაქ გიუმრიში. მუსიკით დაკავდა 8-9 წლის ასაკში, – დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრით, სიმღერა კი 11-12 წლის ასაკში დაიწყო.

“ბაბუაჩემის ერთ-ერთ წვეულებაზე იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკის ცნობილი დირიჟორი – რობერტ მლქეიანი. ბაბუაჩემმა მთხოვა სიმღერის შესრულება, რათა მაესტროს შეეფასა ჩემი ვოკალური შესაძლობლობები და გაგვერკვია, შევძლებდი თუ არა სიმღერას მომავალში პროფესიონალურ დონეზე. მაესტროს ძალიან მოეწონა ჩემი ხმა და მითხრა, რომ აუცილებლად უნდა გავაგრძელო სიმღერა” – ყვება ლუიზა.

2015 წლიდან ლუიზა მღეროდა “ტირამაირ ჰაიასტან” სიმღერის ჯგუფში, რობერტ მლქეიანის ხელმძღვანელობით. სწორად აქედან დაიწყო ლუიზას გზა სიმღერის სამყაროში. შემდგომ მან გააგრძელა ერაზიკ ჰარითიუნიანის პროფესიულ კლასში და დამთავრების შემდეგ გააგრძელა სწავლა ერევანში, კომიტასის სახელობის ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ამჟამად ლუიზა ვოკალის ფაკულტეტზე სწავლობს, მე-2 კურსზე, პროფესორ გაიანე გეღამიანის პროფესიულ კლასში. ლუიზა სწავლობს აკადემიურ სიმღერას, – ოპერის მომღერალია. გარდა ოპერისა, ლუიზა მღერის სხვადასხვა ჟანრის სიმღერებს, თუმცა აკადემიური სიმღერა მისთვის უფრო ახლოა არა მხოლოდ ვოკალური მონაცემების გამო, არამედ სულირად. აკადემიური სიმღერა ჩემი თვითგამოხატვის მეთოდია, – ამბობს ლუიზა გრიოგორიანი.

Radio NOR · “აკადემიური სიმღერა ჩემი თვითგამოხატვის მეთოდია” – ოპერის მომღერალი ჯავახეთიდან – ლუიზა გრიგიორიანი

ლუიზა აღნიშნავს, რომ არამხოლოდ აკადემიურ სუმღებას ეძღვნება მისი შემოქმედება, – არამედ მუსიკის სხვადახსვა ჟანრესბს, – პოპი, ჯაზი, ხალხური და ა.შ. ჯერ კიდევ ახალი დაწყებული კარირის განმავლობაში, ლუიზამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფართო ღონისძიებაზე, მათ შორის ArtMusic ფესტივალზე. მისივე თქმით, ფესტივალები ძალიან ეხმარება არტისტებს, განსაკუთრებით მომღერლებს თვითრეალიზაციის ეტაპზე, გარდა ამისა, ფესტივალები ეხმარება დამწყებ მომღერლებს კარიერის აწყობაში და წინსვლაში. შესაძლოა, ჟიურის წევრებში იყოს ისეთი სახელგანთქმული და წარმატებული ადამიანი, ვინც დაეხმარება დამწყებ მომღერალს კარიერის აწყობაში, – ამბობს ლუიზა.

ლუიზას ძალიან უყვარს ჯავახეთი. მიუხედავად იმისა, რომ მან გიუმრიში დაიბადა, მისი გული ეკუთვხნის ჯავახეთს. ზაფხულობით ის თავის ოჯახთან ჩამოდის ჯავახეთში და ტკბება მამულით.