3 000-დან 13 500 დოლარამდე – რა უჯდებათ უცხოელ სტუდენტებს ქართულ უნივერსიტეტებში სწავლა

3 000-დან 13 500 დოლარამდე – რა უჯდებათ უცხოელ სტუდენტებს ქართულ უნივერსიტეტებში სწავლა

2023 წლის მონაცემებით, საქართველოში უცხოელი სტუდენტების რიცხვი, 35 000-მდე გაიზარდა. შესაბამისად, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა უჯდებათ საქართველოში ჩამოსულ უცხოელ სტუდენტებს, ყველაზე პოპულარულ უნივერსიტეტებში განათლების, კერძოდ კი, ბაკალავრის ხარისხის მიღება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:

  • ბიზნეს ადმინისტრირება – 4-წლიანი სწავლება – ერთი წლის საფასური 3200 დოლარი;
  • კომპიუტერული ინჟინერია – 4-წლიანი სწავლება – ერთი წლის საფასური 3700 დოლარი;
  • კომპიუტერული მეცნიერებები – 4-წლიანი სწავლება – ერთი წლის საფასური 3700 დოლარი;
  • სამოქალაქო ინჟინერია – 4-წლიანი სწავლება – ერთი წლის საფასური 3700 დოლარი;
  • ელექტრო ინჟინერია – 4-წლიანი სწავლება – ერთი წლის საფასური 3700 დოლარი.

საქართველოს უნივერსიტეტი:

  • ბიზნეს ადმინისტრირება – ერთი წლის საფასური 4000 დოლარი;
  • ინჟინერია (კომპიუტერული მეცნიერებები) – ერთი წლის საფასური 4000 დოლარი;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები – ერთი წლის საფასური 4000 დოლარი;
  • საექთნო – ერთი წლის საფასური 3500 დოლარი;
  • ფარმაცეტოლოგია – ერთი წლის საფასური 4500 დოლარი;
  • ინგლისური ფილოლოგია – ერთი წლის საფასური 3000 დოლარი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი:

  • აშშ სამედიცინო დოქტორის პროგრამა – სწავლის საფასური საერთაშორისო სტუდენტებისთვის 13 500 დოლარი წელიწადში;
  • სამედიცინო დოქტორის პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებისთვის – 4000 დოლარი წელიწადში;
  • სტომატოლოგიური მედიცინის პროგრამა – სწავლის საფასური საერთაშორისო სტუდენტებისთვის – 4000 დოლარი წელიწადში.
  • ფარმაციის ფაკულტეტი – 3500 დოლარი წელიწადში;
  • ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი – 3000 დოლარი წელიწადში;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი – 4000 დოლარი წელიწადში.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი:

  • ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია – 4500 დოლარი წელიწადში;
  • ბიზნესი და საინფორმაციო ტექნოლოგიები – 4500 დოლარი წელიწადში;
  • პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები – 4500 დოლარი წელიწადში;
  • სტომატოლოგიური მედიცინის პროგრამა – 7000 დოლარი წელიწადში;
  • მედიცინის დოქტორის პროგრამა – 7000 დოლარი წელიწადში.

BPN